'მგელი' ჩოხელის ძალიან მოკლე, მაგრამ საოცრად შთამბეჭდავი მოთხრობაა. ამბავი თითქოს უბრალოა, მაგრამ ამავდროულად ძალზედ უჩვეულო. კაცს ესმის მგლის ყმუილის ხმა და მიდის … მოდით თავად გაეცანით ნაწარმოებს, რომ ეფექტი ჩემი მოყოლილით არ გაგიფუჭოთ.
მოთხრობამ ისე გამიტაცა, სამზარეულოში ტარიელივით გონება გაფანტული ვიჯექი. მთელი დღე ვფიქრობდი ამბავზე და მერე იმაზე, თუ ჩვენ როგორ მოვიქცეოდით და ვიქცევით. თქვენი არ ვიცი და მე საქართველოში ხალხის ბედთან შეგუების თავდადება მაგიჟებდა, როგორ გვაკლდა ხალხი ვინც ფარ-ხმლის დაყრის მაგივრადპრობლემას გადაჭრიდა. ვცდილობდი გამეხსენებინა მსგავსი სიტუაციები, როცა ვიღაცას უჭირს და როცა რაღაცის თქმა ან გაკეთება სახიფათოა, რას ვაკეთებთ? ჩემი აზრით მგელი რომ ყმუოდეს, უმეტესობა საწოლში გადაბრუნდება და თავზე საბანს წამოიფარებს. მგელს ვინ დაეძებს, მაგალითად მეზობელი ცოლს სახლს თავზე ამხობს, ან ბავშვს ხეზე ფეხით კიდებს …
ჩოხელის გმირი ყველას ადღეგრძელებს, ვისაც უჭირს და მე თქვენ სადღეგრძელოს მივამატებ, ვინც პრობლემების გადასაჭრელად ღმერთს არ ელოდებით. ღმერთი თქვენსკენ! :)
აი გამოკითხვის შედეგებიც, კითხვაზე "სამი დღეა მგელი ყმუის, თქვენ რას აკეთებთ?"
10 (18%) |
21 (38%) |
12 (21%) |
12 (21%) |
მონაწილეობა მიიღო 55 პირმა
გამოკითხვა დამთავრდა: 18 დეკ. 2012
1 comment:
ძალიან მიყვარს ეს მოთხრობა! და კიდევ, შენი ბლოგი მომენატრა :)
Post a Comment